თავში

ლორთქიფანიძის ქუჩაზე, კორპუსთან მიწა ჩამოიშალა - თბილისის მერიის განცხადება - PHOTO

ლორთქიფანიძის ქუჩაზე, კორპუსთან მიწა ჩამოიშალა - თბილისის მერიის განცხადება - PHOTO
ლორთქიფანიძის ქუჩაზე, კორპუსთან მიწა ჩამოიშალა - თბილისის მერიის განცხადება - PHOTO

ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც ფერდის ნაწილი ჩამოიშალა, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელია მობილიზებული, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული. 

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"საბურთლოს რაიონში, ლორთქიფანიძის ქ. N28-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად, რომლის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობაა, არავინ დაშავებულა.

ლორთქიფანიძის ქუჩაზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის და მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. 

ვითარების შესწავლის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ასევე, იმყოფებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადებიც.

დარგის სპეციალისტებმა ფერდის შესწავლა უკვე დაიწყეს, რის შემდეგაც, საექსპერტო დასკვნა მომზადდება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system