თავში

ლაგოდეხში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ლაგოდეხში ავარია მსხვერპლით დასრულდა
ლაგოდეხში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. 

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system