
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 214-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსი 50-მა პაციენტმა დაამარცხა.
კარანტინის რეჟიმში - 4559, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 353 ადამიანი იმყოფება.
ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანია გარდაცვლილი.