თავში

ლუგარის ცეტრიდან კახეთში 49 ანალიზის პასუხი მიიღეს

ლუგარის ცეტრიდან კახეთში 49 ანალიზის პასუხი მიიღეს
ლუგარის ცეტრიდან კახეთში 49 ანალიზის პასუხი მიიღეს

კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 49 ნიმუშიდან ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს სეროპრევალენტობის კვლევა, რის ფარგლებშიც სულ 150 პირს ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება.

„თელავის მუნიციპალიტეტში შერჩეულია 15 კლასტერი, მათ შორის ათი სოფელი: წინანდალი, შალაური, კისისხევი, ლალისყური, ფშაველი, ვარდისუბანი, გულგულა, რუისპირი, ყარაჯალა, კურდღელაური და ქალაქ თელავის ხუთი კლასტერი. სულ აღებული იქნება 150 ნიმუში. ნიმუშების ტესტირება ხდება ადგილზე სწრაფი მარტივი ტესტებით როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე. დღეისთვის აღებულია 60 ნიმუში“, – განაცხადა ნელი ხიზანშვილმა.

ამ ეტაპზე კახეთში რვა საკარანტინო სივრცეში 319 მოქალაქე იმყოფება. რეგიონში ამ დრომდე კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system