თავში

"ლურჯ ვეშაპს" არ თამაშობდა - რა ვერსიაზე საუბრობს ილია ფილფანის მამა

"ლურჯ ვეშაპს" არ თამაშობდა - რა ვერსიაზე საუბრობს ილია ფილფანის მამა
ლურჯ ვეშაპს არ თამაშობდა - რა ვერსიაზე საუბრობს ილია ფილფანის მამა

"ავტოსაგზაო შემთხვევიდან დაწყებული, ჩვენ ყველა ვერსიას განვიხილავთ, მათ შორის ყველაზე წარმოუდგენელსაც," - განუცხადა Report.ge-ის ილია ფილფანის მამამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ვერსიას, თითქოს ილია "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, დავით ფილფანი კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მისი შვილისთვის მსგავსი არაფერი შეუმჩნევია, პოლიციამ შეამოწმა კომპიუტერი, ტელეფონი და პლანშეტი. ამ მოწყობილობებიდან ამოღებული ინფორმაცია კი "ლურჯი ვეშაპის ვერსიას" გამორიცხავს. 

"ჩვენ ამასთან დაკავშირებით ეჭვიც კი არ გვქონია. ის "ლურჯ ვეშაპს" არ თამაშობდა, მითუმეტეს ჩვენ პოლიციას გადავეცით კომპიუტერი, ტელეფონი და პლანშეტი. ექსპერტიზამ მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინა. მხოლოდ ისეთი თამაშები როგორიცაა "მაინკრაფტი"", - განუცხადა Report.ge-ს დავით ფილფანი.

კითხვაზე, თუ რა ვერსიაზე მუშაობს ამ ეტაპზე გამოძიება დავით ფილფანი პასუხობს, რომ არ არსებობს რაიმე ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტულ ვერსიაზე მიუთითებს.

"არანაირი ნივთიერი მტკიცებულება არ გვაქვს, რომელიც რომელიმე ვერსაიზე მიუთითებს. ვერსიები ძალიან ბევრი გვაქვს და არაფერს გამოვრიცხავთ, სწორედ ამიტომ, ჩავრთეთ საქმეში ინტერპოლი. ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთშიც გავგზავნეთ მოთხოვნა და საქმის კურსში ჩავაყენეთ," - ამბობს ილიას მამა.

დღეს, ილია ფილფანის ოჯახმა განაცხადა, რომ ბავშვის მპოვნელს ფულად ჯილდოს გადასცემენ

ილია ფილფანის ძებნაში ინტერპოლიც ჩაერთო.

ცნობისთვის, 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს წინასწარი შეცნობით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system