თავში

ამირან გამყრელიძე: ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია - VIDEO

ამირან გამყრელიძე: ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია - VIDEO
ამირან გამყრელიძე: ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია - VIDEO

ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მისი შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის კორონავირუსით დაინფიცირებას.

ამირან გამყრელიძის თქმით, ნიკოლოზ გამყრელიძის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია.

,,დასამალი არაფერი არ არის, ჩემმა შვილმა გაავრცელა ინფორმაცია, ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უფლებაა. ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი კონტაქტური იყო იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა, ისინი არიან მისი თანამშრომლები, იყვნენ ორშაბათს საღამოს სხდომაზე ჩემს შვილთან და დიდი ალბათობით, იქიდან მოხდა ინფიცირება. ჩემი შვილი, ბოლო ორი დღე იყო თვითიზოლირებული და შემდგომ პირველი ტესტი იყო საეჭვო, ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მისი კვლევა. გუშინ დადასტურდა. მისი კონტაქტები ყველა ჩამოთვლილია, გაუგზავნა დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ამ კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს ინტენსიურად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახენ ნიკოლოზ გამყრელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დადასტურებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system