თავში

მოსწავლეების ნაწილი საკლასო ოთახებში სწავლას დღეიდან გააგრძელებს

მოსწავლეების ნაწილი საკლასო ოთახებში სწავლას დღეიდან გააგრძელებს
მოსწავლეების ნაწილი საკლასო ოთახებში სწავლას დღეიდან გააგრძელებს

დღეიდან, პირველი ოქტომბრიდან, თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან აგრძელებენ, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი ონლაინ რეჟიმში.

ამასთან, დღეიდან, ფოთსა და გორში ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი განახლდა სკოლებში.

რაც შეეხება აჭარის რეგიონს, აქ სწავლა დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. დისტანციურად ისწავლიან სტუდენტები ქვეყნის მასშტაბით ყველა უმაღლეს სასწავლებელში.

შესაბამისი გადაწყვეტილება 24 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system