თავში

მაჭავარიანის ქუჩა ხვალ ორმხრივად გაიხსნება - VIDEO

მაჭავარიანის ქუჩა ხვალ ორმხრივად გაიხსნება
მაჭავარიანის ქუჩა ხვალ ორმხრივად გაიხსნება - VIDEO

მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოების ძირითადი ეტაპი სრულდება.

უკვე დასრულდა მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მთავარი ნაწილიც.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, მაჭავარიანის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან აღდგება.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გამაგრებითი სამუშაოები, რათა აქ გადაადგილება უსაფრთხო ყოფილიყო. მეწყერულ ზონებთან დაკავშირებული, მსოფლიოში არსებული ყველა მაღალი დონის ტექნოლოგია იქნა გამოყენებული. რაც მთავარია, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხოა. ხვალ საღამოდან გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად მოწყობილია ასფალტის საფარის ქვედა ფენები, გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გზის ზედა ფენაც დაიგება. გარდა ამისა, მაჭავარიანის ქუჩაზე უახლოეს მომავალში ლედ განათების სისტემაც დამონტაჟდება.

შეგახსენებთ, მაჭავარიანის ქუჩაზე გააქტიურებული მეწყრული პროცესების გამო, 16 მარტიდან, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იყო შეზღუდული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system