თავში

მაჭავარიანის ქუჩა ორმხრივად გიახსნა

მაჭავარიანის ქუჩა ორმხრივად გიახსნა
მაჭავარიანის ქუჩა ორმხრივად გიახსნა

მაჭავარიანის ქუჩა გახსნილია, რომელიც მეწყრული პროცესების გამო ჩაკეტილი იყო, დღეს ორმხრივად გაიხსნა. დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე. 

„მაჭავარიანის ქუჩა გახსნილია. სამუშაოები დამთავრებულია და საგზაო ინფრასტრუქტურა მოწყობილია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჯერ დაგებულია ასფალტის ქვედა ფენები. სანამ ფერდზე დარჩენილი სამუშაოები მიმდინარეობს, ეს გზა იქნება ამ მდგომარეობაში. როდესაც სამუშაოები დასრულდება და მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება, დაიგება ასფალტის ზედა ფენაც. იქამდე კი ორმხრივი მოძრაობა აღდგენილია. ფერდი, სადაც ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა და ახლაც მიმდინარეობს, უსაფრთხოა და ამ გზაზე გადაადგილება შესაძლებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ და გერმანიიდან მოწვეულ სპეციალისტებს, რომლებმაც ერთობლივად იმუშავეს მეწყრული პროცესის შესაჩერებლად და პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system