თავში

მუსლიმური სამყარო დღეს რამადან ბაირამს ზეიმობს

მუსლიმური სამყარო დღეს რამადან ბაირამს ზეიმობს
მუსლიმური სამყარო დღეს რამადან ბაირამს ზეიმობს

ერთთვიანი მარხვის დასრულების შემდეგ, დღეს , 24 მაისს, მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს.

საქართველოს მუფთის ადამ შანთაძის ინფორმაციით, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა დილის შვიდის ნახევარზე დაიწყება, რომელსაც თავად აღავლენს.

მისივე თქმით, მორწმუნეები მეჩეთში პირბადეებით მივლენ და სოციალურ დისტანციას დაიცავენ.

რამადანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდებაა. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. 

მარხვა გულისხმობს: მოთმინებას, თავმდაბლობას და სულიერ სიმშვიდეს. ეს დრო არის მიძღვნილი ღვთის საამებლად. ამ დროს ჩვეულებრივზე მეტად იკითხება ლოცვები. მარხვის დროს აუცილებელია მუსლიმმა ითხოვოს მოწყალება (მოინანიოს) ღვთისგან, ილოცოს სწორი გზის საპოვნელად და ყოველგვარი საცდურისაგან თავის ასარიდებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system