თავში

მადლობა გოას ქეთევან დედოფლის სიწმინდეების შენარჩუნებისთვის - ინდოეთის პრემიერი

მადლობა გოას ქეთევან დედოფლის სიწმინდეების შენარჩუნებისთვის
მადლობა გოას ქეთევან დედოფლის სიწმინდეების შენარჩუნებისთვის - ინდოეთის პრემიერი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ყოველთვიური გადაცემის, "მან კი ბაატის" დროს საქართველოს წმინდა დედოფლის, ქეთევანის ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რამდენად "უკიდურესად ემოციურები არიან" ქვეყნის მაცხოვრებლები მის მიმართ. ამის შესახებ ინდური გამოცემა Daily News and Analysis წერს.

ნარენდრა მოდიმ გოას ქეთევან დედოფლის სიწმინდეების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია და გადასცა წმინდა ქეთევანის ნაწილები, რომელიც 1624 წელს ირანში მოწამეობრივად აღესრულა.

პრემიერ-მინისტრმა, გაიხსენა სიწმინდეების გადაცემის "ძალიან საინტერესო და ძალიან ემოციური მოვლენა" და აღნიშნა, რომ ეს "ინდოეთსა და საქართველოს მეგობრობას ახალ ძალას ანიჭებს" და "ინდოეთის პატივსაცემად ამ ცერემონიაზე ნათქვამი სიტყვები ნამდვილად ძალიან დასამახსოვრებელი არის”.

ცერემონიას, რომელიც სამების წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები, მათ შორის პრეზიდენტი, პრემიერ- მინისტრი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system