თავში

"მადლობა მას ამ კარგი საქციელისთვის" - რა წერილი მიიღო კახა კალაძემ მოქალაქისგან

"მადლობა მას ამ კარგი საქციელისთვის" - რა წერილი მიიღო კახა კალაძემ მოქალაქისგან
მადლობა მას ამ კარგი საქციელისთვის - რა წერილი მიიღო კახა კალაძემ მოქალაქისგან

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროს სპეციალისტს, ლადო შეროზიას, რომელმაც მოქალაქეს დაკარგული საფულე დაუბრუნა, მადლობა გადაუხადა.

როგორც კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე დღის წინ მის სახელზე მოქალაქისგან შევიდა წერილი, რომელიც შეროზიას მადლობას უხდიდა. 

„რამდენიმე დღის წინ ჩემს სახელზე შემოვიდა წერილი, ეს მოქალაქე გახლავთ ქალბატონი ლია მეტრეველი-ცაგარელი და წერილში საუბრობდა, რომ დადიანის ქუჩაზე მისი დაუდევრობის შედეგად, ქურთუკიდან ამოუვარდა საფულე, რაც რამდენიმე ხანში დაუბრუნა ერთ-ერთმა პიროვნებამ, ამ საფულეში მას ჰქონდა ოქროს ნივთი და სოლიდური თანხა. ეს მოქალაქე აღმოჩნდა ჩვენი თანამშრომელი ლადო შეროზია, უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი გახლავთ და მადლობა მას ამ კარგი საქციელისთვის. თითქოს ჩვეულებრივი ისტორია და კავშირი არ აქვს მერიის ამბებთან, მაგრამ ამავე დროს ადამიანური თანადგომის უნარი და კეთილსინდისიერება არის ნებისმიერი უწყების სიძლიერე და მინდა, მას მადლობა გადავუხადო ამ ყველაფრისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system