თავში

მადლობა ყველას ვინც იცოდით და მგულშემატკივრობდით - ნინო ლომჯარია

მადლობა ყველას ვინც იცოდით და მგულშემატკივრობდით - ნინო ლომჯარია
მადლობა ყველას ვინც იცოდით და მგულშემატკივრობდით - ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში რეაბილიტაციის რეჟიმში უწევს ყოფნა, რის გამოც საჯარო საკითხებში აქტიურად ვეღარ იქნება ჩართული. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ Facebook-ზე დაწერა. 

"მეგობრებო, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ გავიკეთე ოპერაცია და ამჟამად ვიმყოფები რეაბილიტაციის რეჟიმში. თავს უკეთ ვგრძნობ და ვმუშაობ დისტანციურად, თუმცა, საჯარო ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვერ ვიქნები პირადად ჩართული. იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რიტმს. დიდი მადლობა ყველას, ვინც იცოდით და მგულშემატკივრობდით, მადლობა ყველას წინასწარ მხარდაჭერისთვის და კეთილი სურვილებისთვის, რაც ძალიან მაძლიერებს", - ნათქვამია ნინო ლომჯარიას პოსტში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system