თავში

მადლობა უნგრეთს, ექვსი ქართველის ევაკუაციაში დახმარებისთვის - პრეზიდენტი

მადლობა უნგრეთს, ექვსი ქართველის ევაკუაციაში დახმარებისთვის - პრეზიდენტი
მადლობა უნგრეთს, ექვსი ქართველის ევაკუაციაში დახმარებისთვის - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავღანეთიდან საქართველოს 6 მოქალაქის სამშობლოში დაბრუნებას ეხმაურება.

პრეზიდენტი უნგრეთს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.

"მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო უნგრეთს ქაბულიდან ექვსი ქართველის ევაკუაციაში დახმარებისთვის. სოლიდარობისა და პარტნიორობის ეს გამოვლინება ამ რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია.

მჯერა, რომ ქაბულში დარჩენილი სხვა ქართველები სახლში უსაფრთხოდ მალე დაბრუნდებიან", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს 6 მოქალაქე, რომელიც ავღანეთში იმყოფებოდა, უნგრული ბორტით საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system