თავში

მადლობას ვუხდი მოსახლეობას, რომ გვენდო - ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

მადლობას ვუხდი მოსახლეობას, რომ გვენდო - ჯანდაცვის მინისტრის განცხადება
მადლობას ვუხდი მოსახლეობას, რომ გვენდო - ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში pfizer-ით იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ.

ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა , რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაქცინაციაზე მოსახლეობის მიმართვიანობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი .

„წინა ვიზიტთან შედარებით , სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაქცინაციაზე მოსახლეობის მიმართვიანობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მიხარია , რომ იმუნიზაციის პროცესში ჩართულები არიან პედაგოგები და სტუდენტები. ეს მნიშვნელოვნად აისახება ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებაზე .მადლობა მინდა გადავუხადო მოსახლეობას იმისათვის, რომ ენდო ჯანდაცვის სამინისტროს და ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ.“- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა .

ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმაც. დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ადამიანთა ჯანმრთელობის დასაცავად.

“ახალციხეში ჯანდაცვის მინისტრთან ერთად იმუნიზაციის პროცესსა და ვაქცინების ადმინისტრირებას გავეცანი, რომელიც ძალიან კარგადაა ორგანიზებული. მიხარია, რომ აცრის გასაკეთებლად ბევრი ადამიანია მოსული. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს "pfizer"-ის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა აჩუქა და ეს არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა. ვაქცინა ნამდვილად უსაფრთხო და ეფექტურია. მოვუწოდებ მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ. “- განაცხადა კელი დეგნანმა.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში. გააქტიურებულია 15 22-ის და 144 - 3-ის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის შესაძლებლობა აქვთ.COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system