თავში

"მადლობა მამა გიორგის საზოგადოებისთვის საუკეთესო მაგალითის ჩვენების გამო" - ამირან გამყრელიძე

"მადლობა მამა გიორგის საზოგადოებისთვის საუკეთესო მაგალითის ჩვენების გამო" - ამირან გამყრელიძე
მადლობა მამა გიორგის საზოგადოებისთვის საუკეთესო მაგალითის ჩვენების გამო - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სასულიერო პირს, რომელიც დღეს საჯაროდ აიცრა, მადლობას უხდის.

ამირან გამყრელიძის თქმით, მამა გიორგიმ საზოგადოებას საუკეთესო მაგალითი აჩვენა

"დღეს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი დოზით აიცრა მამა გიორგი ჩაჩავა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და პირადად ჩემი სახელით მსურს დიდი მადლობა გადავუხადო მას ამ დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და საზოგადოებისთვის საუკეთესო მაგალითის ჩვენების გამო.

მაქვს პატივი მამა გიორგისთან ბოლო 25 წელი სულიერი ახლობლობა მაკავშირებდეს. ის ყოველთვის მხარს უჭერს პროგრესულ იდეებს, კარგად იცნობს მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თანამედროვე მიღწევებს და მოსახლეობას ყოველთვის აძლევს პირად მაგალითს.

ეს ყველაფერი ბუნებრივია, რადგან მამა გიორგი გახლავთ დიდი ქართველი ექიმისა და ქირურგის ბატონ მიხეილ ჩაჩავას შვილიშვილი, რომლის ლექციებზე, ტრადიციებსა და ვირტუალური ქირურგიული ტექნიკის მაგალითებზე გაიზარდა ქართველ ექიმთა მრავალი თაობა.

მადლობა მამა გიორგის!", - აღნიშნიშნავს ამირან გამყრელიძე.

წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. 

მამა გიორგი პირველი სასულიერო პირია, რომელიც საჯაროდ აიცრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system