
საქართველოს საპატრიარქო, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამადლობელს ავრცელებს.
,,მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც ინტრონიზაციის, ისე დაბადების დღის მოლოცვისათვის.
რა თქმა უნდა, მაცხოვარი იქნება პირუთვნელი მსაჯული იმისა, რა და როგორ გაკეთდა, მაგრამ ერთი კია, - ძალისამებრ ჩემისა ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალს და სამშობლოს, მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ღმერთმა გიწინამძღვროთ ყოველ კეთილ საქმეში. თქვენთვის მლოცველი ილია მეორე", - აღნიშნულია სამადლობელში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 4 იანვარს 88 წელი შეუსრულდა.