თავში

,,მაგით ვერაფერს შეცვლით" - რას წერს იაკობ ბრეგვაძე სოციალურ ქსელში

,,მაგით ვერაფერს შეცვლით" - რას წერს იაკობ ბრეგვაძე სოციალურ ქსელში
,,მაგით ვერაფერს შეცვლით - რას წერს იაკობ ბრეგვაძე სოციალურ ქსელში

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე სოციალურ ქსელში კრიტიკულ კომენტარებს პასუხობს. როგორც ბრეგაძე წერს, სიმართლე მალე გაირკვევა. 

,,ასეთ კომენტარებს რისთვის წერთ, როცა არაფერი იცით და უაზრო ცრუ ინფორმაციებს ისმენთ ხალხო, ყველაფრის არ უნდა დაიჯეროთ და საბოლოოდ სიმართლე გაირკვევა. თქვენი ლანძღვა არაფერს აკეთებს. უბრალოდ, აზრი არ აქვს და მე პირადად, არ მაინტერესებს, უაზრო ხალხის უაზრო აზრები, მაგით ვერაფერს შეცვლით. პირიქით, სჯობს გვერდით დაუდგეთ ოჯახს, გამამხნევებელი სიტყვები დაუწეროთ და იმედი იქონიოთ, რომ ყველაფერი მალე გაირკვევა. ცრუ ინფორმაცია არაფერში გამოგადგებათ, ნუ უსმენთ სისულეებს, თქვენი აზრი გაგაჩნდეთ და სხვისი აზროვნებით ნუ იფიქრებთ", - წერს იაკობ ბერგვაძე. 

ცნობისთვის, იაკობ ბრეგვაძე შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულიგანზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system