თავში

მაღალმთიანი აჭარის სამ მუნიციპალიტეტში სწავლა დისტანციურად განახლდება

მაღალმთიანი აჭარის სამ მუნიციპალიტეტში სწავლა დისტანციურად განახლდება
მაღალმთიანი აჭარის სამ მუნიციპალიტეტში სწავლა დისტანციურად განახლდება

მაღალმთიან აჭარაში სასწავლო პორცესი სკოლებში არ განახლდება. ამის შესახებ განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით ხულოში, შუახევსა და ქედაში სწავლა დისტანციურად 15 სექტემბრიდან დაიწყება.

"გამოვლენილი 109 შემთხვევიდან დაგვიფიქსირდა კოვიდინფიცირება მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთ რესურს ცენტრში, შესაბამისად დღეს ოპერატიული შტაბის ფორმატში, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსად სამი მუნიციპალიტეტისა, როგორიც არის ხელვაჩაური ბათუმი და ქობულეთი სწავლა გადაიდება მაღალმთიან აჭარაშიც, როგორც ხულოში, ასევე შუახევსა და ქედაში. დისტანციურად დაიწყება უკვე სწავლა ხვალიდან 15 სექტემბრიდან."- განაცხადა თორნიკე რიჟვაძე

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 109 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system