თავში

"მაღაზიასთან ვიპოვე, გავაჩუქებ" - თამარ ივერი

"მაღაზიასთან ვიპოვე, გავაჩუქებ" - თამარ ივერი
მაღაზიასთან ვიპოვე, გავაჩუქებ - თამარ ივერი

საოპერო მომღერალი, სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ-ერთ მაღაზიასთან კატა იპოვა, რომელიც თავად შეიფარა, თუმცა მის გაჩუქებას აპირებს და სანდო მეპატრონეს ეძებს:

"ეს ულამაზესი,სამფერა ბედნიერების მომტანი სიღუნღულე და სიფუმფულე ცუცი ვიპოვე მაღაზიასთან.გულგრილი ვერ დავრჩი მის სილამაზესთან.

"ქუჩის აკადემიის"ტიპი არ არის...უფრო თეთრ ბალიშებს მოუხდება. ჯერ კიდევ კნუტი ჩანს."უჯიშოც"არ უნდა იყოს...წყნარი,ალერსიანი,თვინიერი,უპრეტენზიო და ჭკვიანი.

იზოლირებული მყავს ჩემი კატებისგან რომ არ "დაბდღვნან" დაუპატიჟებელი სტუმარი.

ასეთ პრინცესას მხოლოდ საიმედო ხელში გავაჩუქებ. მგონი დედალია. "მინდა-მინდები"პირადში!" - წერს თამარ ივერი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system