თავში

მაგისტრატურის საგამოცდო ტესტებში ცვლილებებია

მაგისტრატურის საგამოცდო ტესტებში ცვლილებებია
მაგისტრატურის საგამოცდო ტესტებში ცვლილებებია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2020 წელს სამაგისტრო გამოცდაზე სხვადასხვა ტიპის ტესტი აღარ იქნება. სამაგისტრო პროგრამის აპლიკანტები ერთ ტესტს ჩააბარებენ, რომელიც კვლავ შედგენილი იქნება ოთხი ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. ამავე დროს ანალიტიკური წერისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში ცვლილებები იგეგმება.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური მსჯელობის ნაწილები დარჩება ისეთივე, როგორიც 2017-2019 წლების ტესტებში იყო. ანალიტიკური წერის ნაწილში კვლავ ორი დავალება იქნება, თუმცა აღარ იქნება სამართლის მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის განკუთვნილი სპეციფიკური დავალება.

ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილი გახდება საშუალო სირთულის. ცენტრი განმარტავს, რომ რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში ცენტრი შესთავაზებს მაგისტრანტობის კანდიდატებს 2017-2019 წლების ტესტებში გამოყენებული რთული და მარტივი ვარიანტების გასაშუალოებულ ვერსიას.

“2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებს A, B და C ტიპის ტესტის არჩევა აღარ მოუწევთ, რაც სრულად მოხსნის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ისინი ერთ ტესტს ჩააბარებენ, რომელიც კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. ამათგან წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური მსჯელობის ნაწილები დარჩება ისეთივე, როგორიც 2017-2019 წლების ტესტებში იყო”, – წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტესტის ნიმუში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე15 თებერვლამდე გამოქვეყნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system