თავში

მაია ცქიტიშვილი: განათლების ცენტრის სტუდენტები წარმატებით აგრძელებენ კარიერას

განათლების ცენტრის სტუდენტები წარმატებით აგრძელებენ კარიერას
მაია ცქიტიშვილი: განათლების ცენტრის სტუდენტები წარმატებით აგრძელებენ კარიერას

"განათლების საერთაშორისო ცენტრს 6 წლის განმავლობაში 850-ზე მეტი სტიპენდიატი ჰყავს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი რესურსის გამოყენება", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

დღეისათვის საქართველოში დაბრუნდა 600 სტუდენტზე მეტი. მათ საერთაშორისო დონის განათლება მიიღეს საუკეთესო უნივერსიტეტებში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა კურსდამთავრებული, თავისი დარგის მაღალი დონის სპეციალისტია. ახალგაზრდებს აქვთ ძალიან კარგი გეგმები, ბევრი მათგანი დასაქმებულია საჯარო სექტორში, ხოლო ის ვინც კერძო სექტორში აგრძელებს კარიერას, თანამშრომლობს საჯარო სექტორთან სხვადასხვა ტიპის პოლიტიკის სტრატეგიის განსაზღვრის პროცესში. ყოველთვის სასიამოვნოა ამ ახალგაზრდებთან შეხვედრა და იმ ამბიციურ გეგმებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რაზეც ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს ფორმატში ვსაუბრობთ“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია 2 წლის წინ ჩამოყალიბდა. იმავე წელს შეიქმნა ასოციაციის მრჩეველთა საბჭო, რომლის წევრები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system