თავში

ახალციხეში ავარიისას ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა

ახალციხეში ავარიისას ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა
ახალციხეში ავარიისას ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხის მუნიციპალიტეტში. სოფელ ივლიტასთან ავარიის შედეგად 30 წლამდე ასაკის კაცი დაშავდა. 

მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომანქანა ამოტრიალდა. 

მომხდარის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. ის ამ წუთებში ახალციხის კლინიკიდან კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system