თავში

მაკდონალდსში ხანძარი გაჩნდა

მაკდონალდსში ხანძარი გაჩნდა
მაკდონალდსში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მაკდონალდსში, ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა სასერვერო ოთახის აპარატურა და სადენები. მათივე განცხადებით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში ძმებ კაკაბაძეების ქუჩაზე არსებული “მაკდონალდსის” რესტორნის სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეოთხე სართულზე, სასერვერო ოთახში გაჩნდა. დაიწვა აპარატურა და ელ. სადენები.

მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ორი ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system