თავში

მალე 3 000-4 000 შემთხვევა გვექნება - პაატა იმნაძე

მალე 3 000-4 000 შემთხვევა გვექნება - პაატა იმნაძე
მალე 3 000-4 000 შემთხვევა გვექნება - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგები ნოემბრის ბოლოსთვის ქვეყანაში დღიურად კორონავირუსის სამი ათასიდან ოთხი ათასამდე შემთხვევას ელოდებიან.

„ხვალ გვექნება განახლებული პროგნოზები. დაახლოებით სამ მათემატიკურ მოდელს ვიყენებთ. დღეში ალბათ ინფიცირების 3 000-4 000 შემთხვევა იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შემთხვევების მატებას პროგნოზირებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც. მისი განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ზრდის ტენდენცია გლობალურია და ეს საქართველოზეც აისახება.

გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე, როგორც დღევანდელ ვითარებაში ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება.

„უნდა ველოდოთ, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა იქნება, რადგან ეს ტენდენცია გლობალურია და მას მარტო საქართველო ვერ შევაჩერებთ. ჩვენ კიდევ კარგა ხანს უნდა ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად, სულ მცირე წელიწადი, წელიწადნახევარი. უნდა მივეჩვიოთ, რომ პირბადე გახდება ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი, როგორც ცხვირსახოცი გვიდევს ჯიბეში. პირბადე უნდა გვქონდეს სახეზე, რადგან ამაზე უკეთესი დამცველობითი მეთოდი ვერ გამოიგონა მედიცინამ.

სერიოზული პროგრესია ვაქცინების კვლევებში, წამლებთან მიმართებაში, მაგრამ ჯერ არც ერთი დამტკიცებული არ არის და ეფექტურობა ცნობილი არ არის. ცნობილია პირბადის ეფექტურობა – თუ ყველას გვიკეთია პირბადე, გავრცელების მაჩვენებელი 50-დან 70 პროცენტამდე მცირდება, ხოლო ორ ადამიანს შორის ურთიერთობის დროს გადადების რისკი 90 პროცენტით მცირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system