თავში

მალე ეს შეზღუდვაც მოიხსნება - იმნაძე

მალე ეს შეზღუდვაც მოიხსნება - იმნაძე
მალე ეს შეზღუდვაც მოიხსნება - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კომენდანტის საათი იმისთვისა არის დაწესებული, რომ სუფრაზე შეზარხოშების შემდეგ ხვევნა-კოცნას თავი ავარიდოთ. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლების ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ სწორედ ასე ვრცელდება ეს ვირუსი.

მისი თქმით, 23 საათის შემდეგ გადაადგილებაზე შეზღუდვა ერთადერთი ფაქტორია ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად, თუმცა მალე ეს შეზღუდვაც მოიხსნება. 

"პიკზე როცა მივედით და ვნახეთ, რომ გადავიარეთ ეს პიკი, მაშინ მოხდა ამ კომენდანტის საათის გადაწევა. ბევრჯერ მაქვს ახსნილი, ეს არის მობილობის შემცირებისთვის. ღიად რომ ვთქვა, კარგად რომ შეზარხოშდებიან ადამიანები, მერე რომ არ დარჩნენ და და ქართული ხვევნა-კოცნა რომ იწყება სუფრაზე, ამას რომ ავარიდოთ თავი, ამიტომ არის ეს კომენდანტის საათი.

რეალობა ეს არის, ასე ვრცელდება ეს დაავადება და დიდი კლასტერები სუფრებთან იყო ყოველთვის დაკავშირებული. უკვე მალე, რა თქმა უნდა, ალბათ ეს 11 საათზე შეზღუდვაც მოიხსნება. მაგრამ ჯერჯერობით ეს დარჩა ფაქტორი, ფართო გავრცელებას ხელი რომ შეუშალოს", — თქვა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system