თავში

მალე სიღნაღში წყლის პრობლემა აღარ იარსებებს - დავით სონღულაშვილი

მალე სიღნაღში წყლის პრობლემა აღარ იარსებებს - დავით სონღულაშვილი
მალე სიღნაღში წყლის პრობლემა აღარ იარსებებს - დავით სონღულაშვილი

"მალე სიღნაღში წყლის პრობლემა აღარ იარსებებს", - ამის შესახებ გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

მან სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანაგასა და ვაქირში, ბოდბისხევსა და ჯუგაანში წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

რეაბილიტაცია ოთხ ლოკაციაზე მიმდინარეობს. მათ შორის ახლდება წყალსადენი ქსელი, საქლორატორო, რეზრვუარები და მარეგულირებელი ურდულები. 

"ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროექტი ხორციელდება ადგილობრივებისთვის, რაც გადაჭრის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს – წყლის მომარაგებას. ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, არა მხოლოდ სიღნაღში არამედ დედოფლისწყაროში, გურჯაანსა და საგარეჯოში მოსახლეობის მხრიდან დასახელებული პირველი ინფრასტრუქტურული პრობლემა სწორედ წყალი იყო. შესაბამისად, მათთან უშუალო კოორდინაციითა და მუშაობით შევძელით და აღნიშნული საკითხი, მალე, ოთხივე მუნიციპალიტეტში გადაჭრილი იქნება", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. 

პროექტის ღირებულება 35 მლნ ლარზე მეტია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system