თავში

მალხაზ ჯალაღონიას კორონავირუსი დაუდასტურდა

მალხაზ ჯალაღონიას კორონავირუსი დაუდასტურდა
მალხაზ ჯალაღონიას კორონავირუსი დაუდასტურდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მალხაზ ჯალაღონიას კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა მის მეუღლესაც.

"ჩემს მეუღლეს და მე დღეს კოვიდი დაგვიდასტურდა. სიმპტომების ხანგრძლივობა 3 დღე, 4 ნოემბრის საღამოდან. ვწუხვარ, რომ ვერ დავესწარი ჩვენი გმირების დაკრძალვას. ვერ მივდივარ თბილისშიც მიტინგზე, მაგრამ მთელი სულით და გულით თქვენთან ვარ. ივანიშვილს და მის რუსულ ოცნებას აუცილებლად მოუწევთ წასვლა, რადგან მათ უღალატეს საკუთარ ხალხს. ქართველი ხალხი კი ღალატს არავის არ პატიობს", - წერს ჯალაღონია "ფეისბუქზე".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system