თავში

მალხაზ მაჩალიკაშვილი: ვფიქრობ, კარავს ადგილი შევუცვალო

მალხაზ მაჩალიკაშვილი: ვფიქრობ, კარავს ადგილი შევუცვალო
მალხაზ მაჩალიკაშვილი: ვფიქრობ, კარავს ადგილი შევუცვალო

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან განთავსებული კარვისთვის ადგილის შეცვლას გეგმავს. 

მისი ინფორმაციით, ბანერი პარლმენტის ტერიტორიაზე დარჩება, თუმცა კარავთან დაკავშირებით უფრო ფართო გეგმა აქვს.

"რამდენად უსუსური ხარ "ქართული ოცნება". იმაზეც კი წახვედი, ბავშთა ბაღის ანგელოზებიც კი გამოიყენეთ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, რომ რამენაირად გადარჩეთ, როგორ იძირები დღე და დღე , თან ისე ,ხვდებით და არ გინდა მიხვდეთ. იძულებული გავხდი პირველად , ამ 700 დღე-ღამის განმავლობაში, ამ შემთხვევით მესარგებლა, ცოტათი დავისვენო, ძალა მოვიკრიბო. ბანერი წარწერით, იმის მოთხოვნით, რომ უნდა შეიქმნას დროებითი კომისია პარლამენტში დაიდგმევა პარლამენტის წინ, ეს ცხადია, იმიტომ რომ შესაფერისი ადგილი ის არის. რაც შეეხება კარავს , ვფიქრობ ადგილ მდებარეობა შეუცვალო. კარავთან დაკავშირებით უფრო ფართო გეგმა მაქვს",- წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში. 

თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი 30 დეკემბრის ღამეს აიღო  ღამით აიღო. თბილსერვისის წარმომადგენლებმა ტერიტორია წყლის ჭავლით ჩარეცხეს, რის შემდეგაც ადგილზე საბავშვო ატრაქციონები და საახალწლო დეკორაციები დაამონტაჟეს.

აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად ადგილზე ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები მივიდნენ და ხელმეორედ გაშლა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. შსს-სმ ცხრა პირი დააკავა.

31 დეკემბერს მერიამ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ კარვები მფლოებელებთან შეთანხმებით აიღეს და დაასაწყობეს, სურვილის შემთხვევაში კი მეპატრონეებს კარვების დაბრუნება შეეძლებათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system