თავში

მალხაზ თორია: არსებული შეზღუდვების მკაცრი დაცვა უმნიშვნელოვანესია

მალხაზ თორია: არსებული შეზღუდვების მკაცრი დაცვა უმნიშვნელოვანესია
მალხაზ თორია: არსებული შეზღუდვების მკაცრი დაცვა უმნიშვნელოვანესია

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულებასთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმსჯელეს.

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შენელება.

,,შრომის ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად ჩამოყალიბებულმა ჯგუფებმა, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების და სხვა უწყებების წარმომადგენლები შედიან უკვე გააფრთხილეს ის მეწარმეები ვინც დადგენილ ნორმებს არ იცავენ, მათ მიერ გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში მოხდება მათი დაჯარიმება კანონის შესაბამისად.

მალხაზ თორიას განმარტებით, არსებული შეზღუდვების მკაცრი დაცვა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც უნდა განხორციელდეს მკაცრი კონტროლი, რათა მივიღოთ ის შედეგი რაც დასახული გაქვს. მალხაზ თორიამ ასევე ყურადღება გაამახვილა პირბადეების ტარების აუცილებლობასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით კონტროლის გამკაცრებაზე ისაუბრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system