
მალხაზ ვანიშვილი რუს სამხედროებს ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოექცა.
ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ოკუპანტებისგან გამოქცეული პირი ახლა ხურვალეთის პოლიციაშია, სადაც მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, სოფელ ხურვალეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვილი, 8 თვის ორსულ ცოლთან ერთად, ოკუპირებულ ცხინვალში გადავიდა და მოქალაქეობა მოითხოვა.
ახალგაზრდა მამაკაცმა ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიიღო, ფეხმძიმე ქალი კი ქართულ მხარეს დღეს გადასცეს.