თავში

მამა სპირიდონ ნარსიას კორონავირუსი დაუდასტურდა - VIDEO

მამა სპირიდონ ნარსიას კორონავირუსი დაუდასტურდა
მამა სპირიდონ ნარსიას კორონავირუსი დაუდასტურდა - VIDEO

კორონავირუსი კიდევ ერთ სასულიერო პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს. 

მისი ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტი ნიუ-იორკში მოღვაწე მამა სპირიდონ ნარსიაა, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. სასულიერო პირი მკურნალობას სახლში გადის. 

„სამწუხარო ინფორმაცია მინდა გითხრათ იმ კუთხით, რომ მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენ ეპარქიაში, ნიუ-იორკში, მამა სპირიდონ ნარსია, რომელსაც იცნობთ. მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. იცით, რომ ნიუ-იორკი ეპიცენტრია. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა შეხება, თუმცაღა წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას. მინდა გთხოვოთ, რომ ილოცოთ მისთვის და მოიხსენიოთ ლოცვებში როგორც მამა იოსები, ასევე მამა სპირიდონი“, - აღნიშავს მიმართვაში მეუფე საბა ინწკირველი.

მეუფე საბა მოუწოდებს მრევლს, ახლიდან ილოცონ, ხოლო თავად ის ტაძრიდან ილოცებს მათთვის.

ცნობისთვის, მეუფე საბამ, 25 მარტს, გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ეპარქიის სასულიერო პირს, იოსებ მინდიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system