თავში

მამაჩემი ტაქსის მძღოლია, ცოლი მე-9 არხზე გავიცანი, სიძე მაგარი მყავს - ალეკო ელისაშვილი

მამაჩემი ტაქსის მძღოლია, ცოლი მე-9 არხზე გავიცანი, სიძე მ
მამაჩემი ტაქსის მძღოლია, ცოლი მე-9 არხზე გავიცანი, სიძე მაგარი მყავს - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "იმედის" გადაცემაში "ნოესთან" საკუთარი ოჯახის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით დედამისი, ნაზიბროლა ხაჟალია სამტრედიიდანაა წარმოშობით. როგორც ჩანს, მისი დაც სამტრედიაში გათხოვდა მიუხედავად იმისა, რომ თბილისში იყო დაბადებული და გაზრდილი. 

"მაგ გადაწყვეტილების ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი დაა ბედნიერი და ძალიან მაგარი ოჯახი აქვს.

ძალიან მაგარი სიძე მყავს, ერთადერთი კაცია მგონი იმერეთში, ვისაც ალუდა ჰქვია", - თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

მან მაყურებელს ისიც უთხრა, რომ მამამისი მთელი ცხოვრების განმავლობაში ტაქსის მძღოლი იყო და ახლაც მძღოლია. 

"წესიერი კაცია და ჩემთვის მისაბაძი. ცხოვრებაში მთავარი რაღაცეები მასწავლა.

ჩემი ცოლი ირინა კილოსანიძე „მეცხრე არხზე“ გავიცანი. გადაცემაში „ღამის მატარებელი“ მუშაობდა, პროდიუსერი იყო. მე საინფორმაციოში ვმუშაობდი. მოვიყვანე ცოლად, ორი შვილი გვყავს – ერეკლე და სანდრო.

პარლამენტის ამბებს მაგრად განიცდიდნენ. ჩემმა ცოლმა ფეისბუკი გათიშა, მაგის ნერვები არ მაქვსო. ტელევიზორს არ უყურებდა, ჩემი მშობლები მაგრად ნერვიულობდნენ, მაგრამ მგულშემატკივრობდნენ“, – ამბობს ელისაშვილი პირადზე საბრისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system