თავში

მამაჩემს თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა - გარდაცვლილი ექიმის შვილი

მამაჩემს თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა - გარდაცვლილი ექიმის შვილი
მამაჩემს თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა - გარდაცვლილი ექიმის შვილი

მამაჩემს არანაირი თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა, ვფიქრობ, შექმნილმა საზოგადოებრივმა აზრმა, რომ ეს ვირუსი საშიშია, იმოქმედა და ფსიქოლოგიურად გატეხა, - ამის შესახებ ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმ-ტრავმატოლოგის, შოთა ბერიძის შვილმა ნოდარ ბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მამის ინფიცირების წყარო უცნობია, მაგრამ ექიმები ყველაზე ხშირად პაციენტებისგან ინფიცირდებიან. 

"მამაჩემს არანაირი თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა, მდგომარეობა ვირუსის გამო გაურთულდა. თავიდან კორონავირუსი დედაჩემთან ერთად მამაჩემსაც დაუდასტურდა. თავდაპირველად სასტუმროში გადაიყვანეს. დედაჩემი წამლებით გამოჯანმრთელდა და სიცხე აღარ ჰქონდა, კარგად იყო, მაგრამ მამაჩემს,, რატომღაც გაურთულდა. მამაჩემს მანამდე ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია. თუ არ ვცდები, შარშან სულ უმნიშვნელოდ გულმა შეაწუხა. ჩემი აზრით, თვითონ პაციენტი დანებდა და რატომღაც არ იბრძოლა, თვითონ შინაგანად ვერ განეწყო. ვფიქრობ, შექმნილმა საზოგადოებრივმა აზრმა, რომ ეს ვირუსი საშიშია, იმოქმედა და ფსიქოლოგიურად გატეხა. ინფიცირების წყარო არ ვიცი, იმ პერიოდში სახლში არ ვიყავი, დედა და მამა ვისგან დაიფინცირდნენ, ვერ გეტყვით. მამა ბოლომდე მუშაობდა, პაციენტებთან კონტაქტი ჰქონდა. ექიმები ყველაზე ხშირად კლინიკებში ინფიცირდებიან. ყველანაირად ცდილობდა, იცავდა თავს, ითვალისწინებდა რეკომენდაციებს",- განაცხადა ნოდარ ბერიძემ.

ცნობისთვის, ბათუმში გარდაცვლილი 63 წლის ექიმ-ტრავმატოლოგი  შოთა ბერიძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა. ის გუშინ საღამოს გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system