თავში

მამაკაცს, რომელსაც გუშინ COVID-19 დაუდგინდა, დღეს ვირუსი აღარ უდასტურდება

მამაკაცს, რომელსაც გუშინ COVID-19 დაუდგინდა, დღეს ვირუსი აღარ უდასტურდება
მამაკაცს, რომელსაც გუშინ COVID-19 დაუდგინდა, დღეს ვირუსი აღარ უდასტურდება

70 წლის მამაკაცს, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა, განმეორებით კვლევისას COVID-19 აღარ აღმოაჩნდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილმა კვლევებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ანალიზების მიხედვით, კაცმა დაავადება უკვე გადაიტანა.

„ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ ლაბორატორიული შედეგი, რომ ეს არის გადატანილი ინფექცია და პაციენტს აქვს დაავადების მილევის ფაზა, რომლის პერიოდში დაავადების გადამდებლობის ფაზა მინიმალურია",- აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პაციენტი საქართველოში ლარსის გამშვები პუნქტიდან შემოვიდა. მან კარანტინში ორი დღე გაატარა და საკარანტინო სივრცე ძმის გარდაცვალების გამო დატოვა. ის გასვენებაში იმყოფებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system