თავში

მამისონის უღელტეხილზე მეწყერის გამო გადაადგილება აკრძალულია

მამისონის უღელტეხილზე მეწყერის გამო გადაადგილება აკრძალულია
მამისონის უღელტეხილზე მეწყერის გამო გადაადგილება აკრძალულია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისი - მამისონი უღელტეხილის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. შეჩერებულია ავტოტრასნპორტის მოძრაობა. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია განხორციელდეს ალტერნატიული გზით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ33 მონაკვეთზე არსებული სოფ. დერჩის და სოფ. მექვანას გავლით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system