თავში

მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერს მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ პოლიტიკოსმა Facebook-ზე დაწერა.

როგორც ხაზარაძის პოსტიდან ირკვევა, ამ დოისათვის თავს კარგად გრძნობს და ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს. 

"ჩემს თანამებრძოლებს, ლელოელ თანაგუნდელებს და ქართულ საზოგადოებას მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ჩავიტარე PCR (პჯრ) ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა covid19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100%-ით დავრწმუნდეთ.

ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით", - წერს მამუკა ხაზარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system