თავში

მამაკაცი, რომელმაც მიკროავტობუსით იმგზავრა, იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

მამაკაცი, რომელმაც მიკროავტობუსით იმგზავრა, იძულებით კარანტინში გადაიყვანეს
მამაკაცი, რომელმაც მიკროავტობუსით იმგზავრა, იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის ერთი პირი კარანტინში იძულების წესით გადაიყვანეს, - ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კარანტინში იძულებით გადაიყვანეს თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი, რომელიც გუშინ,18 მარტს, თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს. გორის რაიონში გადაადგილებისას სხვა მგზავრების მითითების შემდეგ, ის ჩამოვიდა ტრანსპორტიდან", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული 1, კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 216.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system