თავში

,,მან ეს უნდა დაამტკიცოს" - რას ამბობს დედა სოსანა

,,მან ეს უნდა დაამტკიცოს" - რას ამბობს დედა სოსანა
,,მან ეს უნდა დაამტკიცოს - რას ამბობს დედა სოსანა

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა, ეპარქიის რეზიდენციაში მდებარე დედათა მონასტრის წინამძღვარს, დედა სოსანას უფლებამოსილება შეუჩერა.

მეუფის გადაწყვეტილება სამუშაო თათბირის შემდეგ გახდა ცნობილი.

ერთ-ერთი ვერსიით, წინამძღვრის გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის დედაოები ლოცვებში პატრიარქს არ მოიხსენიებენ.

,,სანამ პატრიარქი არის ამ ბრალით, რომ მას ედება მამათმავლობის ცოდვა, სანამ არ ჩატარდება სინოდი და ამ საკითხს არ განიხილავენ, მე არ ვაპირებ პატრიარქის მოხსენიებას. მან დამსაჯა ორი მუხლით", - ასე ეხმაურება მეუფის გადაწყვეტილებას დედა სოსანა.

მისივე თქმით, წინამძღვრობიდან გადაყენების შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია. მან თათბირზე მეუფე სტეფანეს იმ ბრალდებების დამტკიცებისკენ მოუწოდა, რაც ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტს მეუფე პეტრე ცაავას წაუყენა.

,,მაინტერესებდა, რაც მეუფე სტეფანემ გააკეთა და ბრალი დასდო მეორე მიტროპოლიტს, სჯულის კანონის მიხედვით, მან ეს ბრალეულობა უნდა დაამტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის ამას ვერ დაამტკიცებს, ის გამოდის ცილისმწამებელი ეპისკოპოსი, ცრუ ეპისკოპოსი, რომელსაც ეპარქიაში შემოაქვს არეულობა, შფოთი და მე ასეთ ეპისკოპოსს არ დავემორჩილები", - ამბობს დედა სოსანა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჭყონდიდის ეპარქიაში ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system