თავში

როდის განახლდება ციხეებში ამანათების შეგზავნა

როდის განახლდება ციხეებში ამანათების შეგზავნა
როდის განახლდება ციხეებში ამანათების შეგზავნა

პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან ყველა სახის ამანათის შეგზავნა 20 მაისიდან განახლდება, მათ შორის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების, საკვები პროდუქტების და ა.შ, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით მიწოდებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში, გაივლის დეზინფექციას (გარდა საკვები პროდუქტებისა). სპეციალურად ამ მიზნით, პენიტენციურ სამსახურში შეიქმნა მობილური ჯგუფი, რომელიც ყველა ამანათის შიგთავსს დაამუშავებს საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სპეციალური ხსნარით, რომელიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დეზინფექციის ამ სამუშაოს ჩატარებას გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომაც, გზავნილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოწოდების მომენტიდან მისი პატიმრისთვის ჩაბარებას ჩვეულებრივზე რამდენიმე საათით მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს.

ეპიდემიოლოგების განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში „კოვიდ-19“-თან თანაცხოვრება მოუწევთ და საჭიროა ამისთვის მზადება. სპეციალური პენიტენციური სამსახური, მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა, მომავალშიც გააგრძელებს პრევენციულ ღონისძიებებს და ამანათების დეზინფექციის გადაწყვეტილებაც ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია“, – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 5 მარტიდან, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system