თავში

ქართველი მშვიდობისმყოფელები გერმანიაში გაემგზავრნენ

ქართველი მშვიდობისმყოფელები გერმანიაში გაემგზავრნენ
ქართველი მშვიდობისმყოფელები გერმანიაში გაემგზავრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში NATO-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიისთვის“ მოსამზადებლად გერმანიაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან გააცილა.

მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში, ბაზა „შვარცენბორნზე” ავღანეთში გადასროლისწინა დასკვნით მომზადებას პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებში 5 თვის განმავლობაში გაივლიან.

გერმანელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ქართული ქვედანაყოფი როგორც ოცეულის, ასევე ასეულის დონეზე, კომბინირებულ და სიტუაციურ სწავლებებში მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი მშვიდობისმყოფელები სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ 7 თვის განმავლობაში შეასრულებენ. ქართული ქვედანაყოფი როტაციის წესით მე-3 ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. 

ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების საკითხები და ოპერაციის რაიონის პატრულირება იქნება", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც თავდაცვის უწყება ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system