თავში

,,მანქანის ქვეშ მოყოლილა ძაღლი - ვიღაცას ურეკავდა და უყვებოდა სიცილით..."

,,მანქანის ქვეშ მოყოლილა ძაღლი - ვიღაცას ურეკავდა და უყვებოდა სიცილით..."
,,მანქანის ქვეშ მოყოლილა ძაღლი - ვიღაცას ურეკავდა და უყვებოდა სიცილით...

სოციალურ ქსელში, ,,მიუსაფარ ცხოველთა კლუბის" გვერდზე, ქუთაისში, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტის შესახებ წერენ.

,,ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის 19 ნომერში შემოვიდა ეს მანქანა, 2 გოგო იყო, პატარა ბავშვი ახლდათ თან და ერთ-ერთი გოგო ისე ისტერიკულად იცინოდა... გამოვიხედე, ვერ გავიგე რა ხდებოდა. თურმე, მანქანის ქვეშ მოყოლია ძაღლი და მთელი გზა მანქანით მოაფორთხიალებდნენ. აქ რომ შემოვიდნენ იცინოდნენ, იმაზე, რომ თურმე, ძაღლი მანქანის ქვეშ იყო. ვიღაცას ურეკავდა ტელეფონში და უყვებოდა ამ ყველაფერს სიცილით. ვერ მოვასწარი ჩასვლა ან მანქანის ნომრის დამახსოვრება. მანქანა რომ დაქოქეს, მაშინ გადმოვარდა ძაღლი და არც კი შემოუხედავთ, ისე წავიდნენ. მეეჭვება ამ ჯგუფში იყოთ, მაგრამ ნაბიჭვრები, ნაგავი გოგოები ხართ. ძალიან ემოციებში ვარ და ხელები მიკანკალებს ვერ ვწერ. იმედია ვინმეს გეცნობათ ეს მანქანა ან ეს გოგო", - წერს მონიკა ბაძაგუა სოციალურ ქსელში. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system