თავში

მაპატიეთ, არაფერი ჩამიდენია უმსგავსო - თბილისში პოზნერის მასპინძელი მომღერალი

მაპატიეთ, არაფერი ჩამიდენია უმსგავსო - მასპინძელი მომღერალი
მაპატიეთ, არაფერი ჩამიდენია უმსგავსო - თბილისში პოზნერის მასპინძელი მომღერალი

ვლადიმერ პოზნერის მეგობარი, მომღერალი მირანდა მირიანაშვილი, რომლის ოჯახსაც საქართველოში ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანმხლები პირებისთვის შინდისში მდებარე აგარაკზე უნდა ემასპინძლა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

"მიყვარს თავდავიწყებით ჩემი ქვეყანა. მიყვარს ჩემი ხალხი. ისინიც, ვინც მლანძღავს. არ მიცნობს, მაგრამ გააფთრებით მთათხავს და ცდილობს ლაფი დაგვასხას მე, ჩემ ოჯახს, სტუმრებს. გეფიცებით, ესაა რასაც ამ წუთს განვიცდი!.. ვიცი, დღეის დრამის ყველა მონაწილეს სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს.

თითოეულს სიკეთეს ვუსურვებ, ჯანმრთელობას და სიყვარულს, ამითაა სავსე ახლა ამ მწარე წუთებში ჩემი გული. სიყვარულით,რომელიც აუცილებლად გადაგვარჩენს ყველას.

გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს, თქვენ გაგიმარჯოთ ყველას, მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ, არაფერი ჩამიდენია უმსგავსო.

გთხოვთ, არ მომწეროთ კომენტარი და ნურც ამ ჩემი ამოძახილის შეფასებით შეწუხდებით. მინდა თითოეულს გითხრათ, რომ მიყვარხართ და ამის გააზრება ეხლა მხდის ბედნიერს" - წერს მირიანაშვილი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, ჩარტერული რეისით დატოვეს.

პოლიციამ რუსი ჟურნალისტი და მისი 31 სტუმარი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

თბილისში რუსი ჟურნალისტის ვიზიტს პროტესტი მოჰყვა.

"აჭარა ჯგუფმა", რომლის მფლობელობაში არსებულ სასტუმრო "რუმსშიც" პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი იზიარებენ პროტესტის სულისკვეთებას და გმობენ ოკუპაციას.

შსს-ში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

სასტუმრო, ვინოტელი, სადაც ვლადიმერ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ივახშმეს, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.

სასტუმრო ,,რუმს ჰოტელს", სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, კვერცხები ესროლეს.

ამასთან, მოსკოვში დაბრუნებული რუსი ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system