თავში

მაყურებელი კინოთეატრ ,,ამირანს" ტოვებს - PHOTO

​მაყურებელი კინოთეატრ ,,ამირანს" ტოვებს
მაყურებელი კინოთეატრ ,,ამირანს ტოვებს - PHOTO

კინოთეატრ ,,ამირანში" ფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ" მეორე სეანსი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მაყურებელს შენობიდან, ისევე როგორც პირველი სეანსის დასრულების შემდეგ, პოლიციის კორდონი აცილებს.

კინო-ჩვენებიდან გამოსული მაყურებელი report.ge-სთან ამბობს, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და ფილმის სანახავად იმ საპროტესტო ტალღის გავლა ღირდა, რაც მათ კინოთეატრთან დახვდათ.

"ამირანის" წინ რჩებიან ფილმის მოწინააღმდეგეები და კინოთეატრიდან გასულ მაყურებელს შეძახილებით აცილებენ.

შეგახსენებთ, რომ კინოთეატრ ამირანთან დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე პიროტექნიკა რამდენჯერმე ისროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე ბოლო ინფორმაციით 15 ზე მეტი ადამიანი დააკავა. 

აქციის მონაწილეები თავდაპირველად ვერის პარკში შეიკრიბნენ, საიდანაც კინოთეატრ "ამირანთან" გადაინაცვლეს. ისინი შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციის კორდონმა მათ ამის ამის საშუალება არ მისცა. ისინი ქართული წარმომავლობის, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მიერ შექმნილი ფილმის სიუჟეტს აპროტესტებენ, რომელიც ქართული ნაციონალური ანსამბლის წევრი ორი ახალგაზრდა მამაკაცის - მერაბისა და ირაკლის სიყვარულზეა.




ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system