თავში

დღეს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

დღეს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება
დღეს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 7 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ფიროსმანის, პეტრიწის, მუხაძის და ესენინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, მათიაშვილის, ქობულაძის, ჩოჩუას და კობცოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და კედიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, გეთიას და ჯანელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის და არაყიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას მთის, ცაიშის, მეუნარგიას, ქურდიანის, ზაქრაძის და ზაზიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შმიდტის, საირმის, ბურძგლას, ცაგარელის, მიცკევიჩის და გოძიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system