თავში

ამირან გამყრელიძე: არაფერია საგანგაშო იმაში, რომ წამლის მარაგებს ვადა გაუვიდა

ამირან გამყრელიძე: არაფერია საგანგაშო იმაში, რომ წამლის მარაგებს ვადა გაუვიდა
ამირან გამყრელიძე: არაფერია საგანგაშო იმაში, რომ წამლის მარაგებს ვადა გაუვიდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შეფასებისას, სამკურნალო მედიკამენტების მარაგის ვადის გასვლასაც შეეხო. 

მისი თქმით, სახელმწიფოს სტრატეგიული მარაგები უნდა ჰქონდეს და არაფერია საგანგაშო იმაში, რომ მარაგების ნაწილს ვადა გაუვიდა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან შეთანხმება 10 წლის ვადით არის მიღწეული და შესაბამისად, არც შემდეგ წელს შეიქმნება წამლის მარაგზე პრობლემა.

 "ჩვენ ყოველთვიურად 1000-დან 1200-მდე პაციენტს ვმკურნალობთ, შესაბამისად მარაგი აუცილებელია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მკურნალობაზე უარს ამბობენ დღეს, მაგრამ თუ ხვალ ისინი მოისურვებენ მკურნალობის დაწყებას, სახელმწიფო მზად უნდა იყოს ამისთვის. სხვა ვაქცინების მარაგებიც გვაქვს, რომელსაც სრულად ვერ ვიყენებთ და ვადის გასვლის შემდეგ ხდება მათი ჩანაცვლება. ჩვენ ვიცით 16000 ადამიანი, რომელიც ანტიგენ დადებითია და უარს ამბობს მკურნალობაზე, თუ მათი ნაწილი მაინც გადაწყვეტს მკურნალობის დაწყებას ჩვენი მარაგების წყალობით, მათ უარს არ ვეტყვით ელიმინაციის პროგრამაში ჩართვაზე." - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, 2018 წლის 31 დეკემბერის მონაცემებით, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემულ 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system