თავში

მარეხი ბექაია: დაინფიცირებული 20 წლის კაცის პირველწყარო ბებია იყო

მარეხი ბექაია: დაინფიცირებული 20 წლის კაცის პირველწყარო ბებია იყო
მარეხი ბექაია: დაინფიცირებული 20 წლის კაცის პირველწყარო ბებია იყო

"ჩვენთან დაფიქსირდა კორონავირუსზე სამი დადებითი პასუხი,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა.

მარეხი ბექაიას თქმით, სამი ინფიცირებულიდან ერთი საქართველოს, ხოლო ორი, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

"აქედან ორი არის აზერბაიჯანის მოქალაქე, 60 წლამდე მამაკაცები, რომლებიც არიან სატვირთოს მძღოლები. მათ საზღვარზე სწრაფი ტესტით დაუფიქსირდათ დადებითი პასუხი. ერთი არის საქართველოს მოქალაქე, 20 წლის მამაკაცი, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი. პაციენტი გადაყვანილია მცხეთის სამედიცინო ცენტრში. ყველას მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება 20 წლის ბიჭს, პირველი წყარო იყო ბებია და მისი ბებიაც მკურნალობს მცხეთის კლინიკაში,"- განაცხადა მარეხი ბექაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 882 შემთხვევაა დადასტურებული. 

ქვეყანაში კორონავირუსისგან 724 ადამიანია გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system