თავში

მარიამ კუბლაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა

მარიამ კუბლაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა
მარიამ კუბლაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა

ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თავის „ფეისბუქ“ გვერდზე აქვეყნებს. მის წინააღმდეგ საჩივარი თამთა თოდაძემ შეიტანა, რომელმაც ადვოკატისგან ერთ-ერთ არხზე გაჟღერებული ინფორმაციის დასაბუთება მოითხოვა.

"თამთა ჩივის, როგორც ადრე დავწერე, ტელეკომპანია ,,მთავარ არხზე მისი წარსული გმირული საქციელები რატომ გავაჟღერე. დედა ჩივის, ნასამართლევი რომ ვარ და ახლა გაქარწყლებული მაქვს დიდი დრო გავიდა, ეს საიდან ვიცოდი და რა უფლებით გავაჟღერე. ბოდიში, მთელი ინტერნეტი აჭრელებული იყო მასალით, აი აქედან შევიტყვე და გავაჟღერე!,"-წერს მარიამ კუბლაშვილი.

შეგახსენებთ, თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს ცემასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ჯიშკარიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა იმ თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 დეკემბერს გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system