თავში

მარიამ ქვრივიშვილი: საკარანტინო სივრცეებში კორონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი

მარიამ ქვრივიშვილი: საკარანტინო სივრცეებში კორონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი
მარიამ ქვრივიშვილი: საკარანტინო სივრცეებში კორონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი

„დღევანდელი დღის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში 300-ზე მეტი შემთხვევაა გამოკვეთილი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის იმპორტირებას უკავშირდება და, ალბათ, მარტივია საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც მედიასაშუალებებისთვის იმის შეფასება, თუ რა იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში, აღნიშნული 300 ადამიანი საკარანტინო სივრცეში რომ არ მოხვედრილიყო. ჩვენ გვექნებოდა მასობრივი გავრცელება“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„კორონავირუსის იმპორტირების შემთხვევები ყოველდღიურად, მეტ-ნაკლები საშუალოობით, დასტურდება საკარანტინო სივრცეებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში COVID-19-ის შემოტანა გრძელდება. ამის პირველი და ყველაზე ეფექტური საშუალება არის საკარანტინო სივრცე. არაფერს ვიტყვი იმაზე, თუ რამხელა ღირებულება მოაქვს, მათ შორის, საკარანტინო სივრცეებს ტურიზმის ინდუსტრიის არაპირდაპირ ხელშეწყობაზე. აქვე, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, თუ როგორ ხდება საკარანტინო სასტუმროების პროექტში ჩართვა; მოგეხსენებათ, რომ გვაქვს მარტივი, მკაფიო, გასაგები კრიტერიუმები, რომლებიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და ეყრდნობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებს და უკლებლივ ყველა სასტუმრო, რაზეც პირადად ვაგებ პასუხს, რომელმაც აღნიშნულ პროექტში ჩართვის ინტერესი გამოხატა, იმ კონკრეტული, ფიქსირებული ტარიფით, რომელიც სახელმწიფოს აქვს დაწესებული, დღეს არის ამ პროექტში“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system