თავში

,,მარიამმა და ზუმ მგონი სხვა ბავშვებიც დააინფიცირეს" - მამა პეტრე

,,მარიამმა და ზუმ მგონი სხვა ბავშვებიც დააინფიცირეს" - მამა პეტრე
,,მარიამმა და ზუმ მგონი სხვა ბავშვებიც დააინფიცირეს - მამა პეტრე

მამა პეტრე კვარაცხელიას ქალიშვილს და შვილიშვილს კორონავირუსი აქვთ დადასტურებული და ისინი კლინიკაში მკურნალობენ. 

როგორც სოციალურ ქსელში მამა პეტრე წერს, ის ფიქრობს, რომ ვირუსი ოჯახის სხვა წევრებსაც გადაედოთ და საზოგადოებას რჩევას სთხოვს, თუ როგორ მოიქცეს.

,,მე ეს პერიოდი სახლში არ ვიყავი.

თავს კარგად ვგრძნობ...

მარიამმა და ზუმ სხვა დანარჩენი ბავშვებიც მგონი დააინფიცირეს...

რას მირჩევთ, კლინიკაში ყველას გადაყვანას, რადგან ადგილები ისედაც არ არის, სხვებისთვის რომ შევინახოთ, სახლში ექიმის გამოყოფა არ სჯობს?!

სავარაუდოდ ყველას პასუხი დადებითი იქნება და შესაბამისად მკურნალობა ყველას დასჭირდება...

მირჩიეთ... მადლობა!", - წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system